ბერძენ მღვდელმთავრებს უმძიმესი დამწვრობები აქვთ მიღებული – BBC-ის ცნობით, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესმა საეკლესიო სასამართლომ განკვეთა ვერიის მღვდელმსახური, რომელიც ნარკოტიკების გაყიდვაზე იყო ბრალდებული. განკვეთილი არქიმანდრიტი სინოდის წევრებს ჩაუსაფრდა და მჟავა გადაასხა.
მედიის ცნობით, მღვდელმთავართა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ორი სასულიერო პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სახის მიდამოებსა და ხელებზე მცირე დამწვრობები აღენიშნებათ. სხვებს მძმე დამწვრობები აქვთ თვალის მიდამოებში, კისერსა და ყურებზე.
ასევე დამწვარია პოლიციელი, რომელიც ადგილზე მღვდლების დასახმარებლად მივიდა. BBC-ის ინფორმაციით, ისიც კლინიკაშია გადაყვანილი.