“სალონური საუბრების” მორიგი შეხვედრა გაიმართა

რუსთავში “სალონური საუბრების” მორიგი შეხვედრა გაიმართა. ლიტერატურულ ღონისძიებას ტრადიციულად “არტ კაფე 21”-მა უმასპინძლა, სტუმარი ანსამბლ “თუთარჩელას” ხელმძღვანელი, თამარ ბუაძე იყო.

დღევანდელი განხილვის თემა “თუთარჩელა” და თანამედროვე მუსიკალური სამყარო იყო.

“სალონური საუბრები” ყოველ შაბათს იმართება და ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.