სამადაშვილი ენმ-ზე: ლოგიკას მოკლებული გადაწყვეტილებაა

პარლამენტის ფრაქცია “ლელოს” თავმჯდომარის მოადგილე,  სალომე სამადაშვილი ენმ-ს მიერ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ მათი მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერა სწორი იქნება.

“ჩემთვის პირადად პოლიტიკურ ლოგიკას არის მოკლებული გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში გააგრძელოს საქმიანობა პარტიამ და უარი თქვას მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, რომლებმაც 7 თვის შემდეგ შეწყვიტეს საპარლამენტო ბოიკოტი, კოლეგები მმართველი გუნდიდან პარლამენტში ელოდებიან.

“ქართული ოცნების” ლიდერებს არ აქვთ მოლოდინი იმისა, რომ თანამშრომლობა პოლიტიკურ ოპონენტებთან კონსტრუქციულ ფორმატში იქნება. “ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  ოპოზიციური პარტია “პრივილეგიებით” ვერ ისარგებლებს.