სამ დღეში რუსთავის სკოლებში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა[ვიდეო]

ბოლო სამი დღის მონაცემებით, რუსთავის სკოლებში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, კოვიდ ვირუსი, როგორც პედაგოგებში, ასევე მოსწავლეებში ფიქსირდება.

ამასთან,  სრულად დისტანციურად სწავლას ქალაქის მხოლოდ ერთი სკოლა აგრძელებს, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობის განტვირთვის მიზნით, თითქმის ყველა სკოლაში ჰიბრიდული მეთოდით გრძელდება სასწავლო პროცესი.

სკოლები სასწავლო პროცესს ტრადიციულად 15 ივნისს დაასრულებენ.