სართიჭალის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გარდაბნის მუნიციპალიტეტში – რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 1,011,324 ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება სოფელ სართიჭალის შიდა გზებზე.

პროექტის დასრულება ივლისის შუა რიცხვებისთვისაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებში, ასფალტის საფარი სოფლის 12 ლოკაციაზე დაიგება.

სამუშაოების შესრულების ხარისხსს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე და გარდაბნის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი გაეცნენ.

აღნიშნულ მონაკვეთებზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა არასოდეს ყოფილა.