სატვირთოს გადაადგილებისას ბათუმში ხიდი ჩავარდა

ბათუმში სვიშევსკის ქუჩაზე, სატვირთო მანქანის გადაადგილებისას ხიდი ჩავარდა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდი დიდი ხანია ამორტიზებულია.