საქართველოში “ინდური შტამის” კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. “ინდური შტამის” კიდევ ახალი  შემთხვევა დადასტურდა. მისივე ცნობით,  დელტა შტამი ქვეყანაში ცირკულირებს და მისი შესაძლო გავრცელება დაახლოებით 10-20%-მდეა.

“დელტა ვარიანტი ე.წ ინდური ვარიანტის გავრცელების შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ადრეც გააკეთა განცხადება და კიდევ დამატებით 7 შემთხვევაა დადასტურდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს. შეფასებითი მაჩვენებლით, დაახლოებით, 10-20%-მდეა შესაძლო გავრცელება ამ შტამის და ისიც არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელებაც და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, სავარაუდოდ, შესაძლოა კავშირში იყოს დელტა შტამის გავრცელებასთან”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.