6-7 ივნისს, ამ დროის მონაცემებით ოთხი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“დღეს, თბილისის დროით 00:46 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ_ში, სოფელ სამებასთან (იმავე ეპიცენტრულ ზონაში, სადაც 6 ივნისის 3 მიწისძვრა მოხდა) მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციაში.
მანამდე , თბილისის დროით 21:51 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ_ში, სოფელ სამებასთან (20:04 ; 20:15 საათების მიწისძვრების ეპიცენტრული ზონა) მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მიწისძვრა დაფიქსირდა ასევე თბილისის დროით 20:15 საათზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კმ- ში, სოფელ სამებასთან (20:04 საათის მიწისძვრის ეპიცენტრულ ზონაში) მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.