საქსტატი: ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4.5% შეადგინა.

მონაცემების მიხედვთ, 2021 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტად შემცირდა:

  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 54%-ით;
  • მშენებლობა – 9.4%-ით;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება – 25.4%-ით;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 6.4%-ით;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება – 9%-ით;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 34%-ით.