გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მშენებლობა გრძელდება. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი პირები , რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილზე გაეცნენ.