“სტრატეგია აღმაშენებლის” ახალი ინციატივა – გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათი ინიციატივაა, რომ სახელმწიფომ 20 ივნისს დაზარალებულებს კომპენსაცია გადაუხადოს.
“სტრატეგია აღმაშენებელი” გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური კანონი, რომლითაც 20 ივნისს დაზარალებულებს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია, დაენიშნება პენსია სახელმწიფოს მხრიდან და რაც მთავარია, მთელი მათი ცხოვრების მანძილზე სახელმწიფოს ექნება სრული ვალდებულება უზრუნველყოს მათი სამედიცინო ხარჯების დაფარვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაცია”- აცხადებს გიორგი ვაშაძე.