ტაქსის მძღოლი, რომელმაც 18 წლის ქალი სექსუალურად შეავიწროვა, სასამართლომ 300 ლარით დააჯარიმა. პროცესი გუშინ, 2 ივნისს გაიმართა.
როგორც დაზარალებული ამბობს, მგზავრობისას მძღოლი უცნობი გზით მიდიოდა და მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ცდილობდა. საქმის მასალებში არის აუდიო ჩანაწერიც, რომელიც ქალმა მგზავრობის დროს ჩაიწერა.
დაზარალებული მგზავრობის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ტაქსის მძღოლი მას ფიზიკურადაც შეეხო.
ტაქსის კომპანიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ გაიგეს, მძღოლი სამსახურიდან გაათავისუფლეს.