ტყისა და მინდვრის ხანძრების მომატებული რისკის გამო, საგანგებო რეგიონებში მობილიზებას აძლიერებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყისა და მინდვრის ხანძრების მომატებული რისკის გამო, კახეთის რეგიონში მობილიზებას აძლიერებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მოკიდებული ცეცხლის გავრცელების შესაძლო შემთხვევების აღსაკვეთად და დროულად სალიკვიდაციოდ, სოფლებში სახანძრო-სამაშველო ჯგუფების პატრულირება ხდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, მოსავლის აღების პროცესში მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა ხანძრის გაჩენის საფრთხე თავიდან აიცილონ.