სააგენტო „როიტერის” ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უცნობმა პირმა სახეში სილა გააწნა.
მათივე ცნობით, ინციდენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, დრომის რეგიონში მოხდა, როდესაც პრეზიდენტი პანდემიის შემდეგ ცხოვრების ნორმალიზების შესახებ სტუდენტებსა და რესტორატორებს ხვდებოდა.
სიტუაციის განმუხტვა პრეზიდენტის დაცვამ სცადა. პირი, რომელმაც პრეზიდენტს გაარტყა, დაკავებულია. ადგლობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
მომხდარს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი გამოეხმაურა და ინციდენტს დემოკრატიის შეურაცხყოფა უწოდა.
პირი, რომელმაც მაკრონს გაარტყა, იდენტიფიცირებული არ არის, უცნობია მისი ქმედების მოტივიც.









