ფასების ზრდა საქართველოსა და მეზოველ ქვეყნებში – რომელ პროდუქტებზე მოიმატა ფასებმა

2021 წლის მაისში საქართველოში ფასების საერთო დონე რეკორდულად გაიზარდა.  მაისში წლიური ინფლაციის დონემ ქვეყანაში 7.7% შეადგინა. რაც შეეხება იმ ძირითად სასაქონლე ჯგუფებს, რომლებშიც ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა:

ტრანსპორტი – ზრდა 17.4%

ჯანდაცვა – ზრდა 13.4%

ავეჯი და საოჯახო ნივთები – ზრდა 12%

სასტუმროები კაფე რესტორნები – ზრდა 11.8%

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ თურქეთს, მაისში იქ ფასების ზრდის ტემპმა 16.59% შეადგინა. ფასები კი ყველაზე მეტად გაიზარდა:

ტრანსპორტი – ზრდა 28.39%

საცხოვრებელი, წყალი ელ ენერგია – ზრდა 21.79%

ჯანდაცვა – ზრდა 19.30%

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი – ზრდა 17.04%

რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანში ფასების საერთო დონე ყველაზე დაბალი ტემპით გაიზარდა, კერძოდ, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა ქვეყანაში 4.9% შეადგინა. რაც შეეხება რუსეთს, წლიური ინფლაციის დონე 6.02%-ით განისაზღვრა.

სომხეთში ფასების დონის ზრდა 5.9% იყო. რაც შეეხება ჯგუფებს, სადაც ფასებმა ყველაზე       მეტად მოიმატა. მათ შორისაა:

ტრანსპორტი – ზრდა 11.7%

საცხოვრებელი, წყალი ელ ენერგია – ზრდა 9.3%

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი – ზრდა 7.5%

ჯანდაცვა – ზრდა 6.2%