ფინანსთა მინისტრი: stopcov ფონდში მობილიზებული თანხა განიკარგა ბავშვების დასახმარებლად

Stopcov ფონდში მობილიზებული თანხა განიკარგა ბავშვების დასახმარებლად, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„18 წლამდე ბავშვების ერთჯერადი დახმარება – სულ გაიცა 930 000 პირზე და დაიხარჯა 187 800 000 ლარი. ეს თანხა სრულად მოიცავს ასევე იმ თანხას, რომელიც მობილიზებული იყო stopcov ფონდში, რაზეც არაერთი შეკითხვა დაისვა. ანუ ამ ფონდში მობილიზებული თანხა, 123 მლნ ლარი განიკარგა სწორედ ბავშვების დახმარებისთვის, რომელზეც გაიცა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით დახმარება“, – განაცხადა ხუციშვილმა.