ფოთი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე ხიდიდან მანქანა გადავარდა

ფოთი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ საგვიჩიოს და ჭალადიდის დამაკავშირებელ ხიდიდან ავტომობილი გადავარდა. მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა. მანქანაში ორი პირი იმყოფებოდა, რომლებიც მსუბუქად დაშავდნენ.