საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე განმარტავს, თუ რა საფრთხეს შეიცავს კორონავირუსის “ინდური შტამი”.
მისი ინფორმაციით, შტამი ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში უფრო სწრაფად და ფართოდ ვრცელდება. როგორც ფხაკაძე ამბობს, ინდოეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, ვირუსის ყველაზე დიდი გამავრცელებელი ბავშვები იყვნენ. ექსპერტი გამოსავალს მოზარდების ვაქცინაციაში ხედავს.
“როგორც “ბრიტანულმა” შტამმა შთანთქა “ვუჰანური” შტამი, ასევე გადაყლაპავს “ინდური” “ბრიტანულს”. ეს ნორმალური ევოლუციური პროცესია. ინდური შტამის ყველაზე დიდი ვერაგობა ის არის, რომ პირდაპირ ურტყამს ბავშვებს და მოზარდებს.
არაერთი კვლევა ჩატარდა, თვითონ ინდოეთშიც კი. ინდოეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 20 ათასი ბავშვი, რომელიც გამოიკვლიეს, იყვნენ ყველაზე დიდი გამავრცელებლები,”- განაცხადა გიორგი გხაკაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს დღებში იქნება ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილება, 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში, დაიწყოს “ფაიზერით” ვაქცინაცია და საქართველომ ამერიკის და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციას უნდა ენდოს.
როგორც “გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, “ფაიზერი” 2 წლის ასაკის ბავშვებშიც გამოიყენეს და ამ ეტაპზე დაკვირვება მიმდინარეობს.