“ქართული ოცნების” თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპატრიარქოსთან დაპირისპირისპირებას არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ არ გეგმავენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი განცხადებით, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული სამართლებლივი შედეგები გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.
“რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ, ეს ცხადია. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, თუ ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებლივი საკითხი და სამართლებლივი შედეგები, რა თქმა უნდა, დადგება გამოძიების შემდეგ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი 20-მა ბენეფიციარმა დატოვა, მათ შორის შვიდი შშმ პირია.