გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 ივნისს 09:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს დამნისში და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, განთიადი, დიდი დმანისი, კამარლო, მაშავერა, კიზილქილისა, ჯავახი, ბოსლები, დაგარახლო, მამიშლო, შინდლარი, საფარლო, ბაზაქლო, ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, იაღუფლო, კაკლიანი.
10:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ნორიო, მარტყოფი.
11:00-დან 13:30 საათამდე – აბონენტებს დაბა კაზრეთში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.