ქუთაისში 21 წლის ახალგაზრდა მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

ქუთაისში 21 წლის ორსული გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი 20 ივნისს მძიმე ტკივილებით  სამედიცინო დაწესებულებაში სახლიდან შეიყვანეს, ის კლინიკაში შეყვანისას შოკურ მდგომარეობაში იყო.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ექიმებმა ჩვილის გადარჩენა მოახერხეს.

ოპერაცია კლინიკა “ბომონდში” ჩატარდა. განცხადებას კლინიკა ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს პაციენტი მშობიარობას გადაჰყვა.

“გვსურს გამოვეხმაროთ სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ “კლინიკა ბომონდში” შემოყვანილი 21 წლის გოგონა მშობიარობას გადაყვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, თანმხლები დაავადების გამო, მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – წერია საავადმყოფოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგო წარსულში გადაადგილების პრობლემა ქონდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და სიარული შეძლო, თუმცა ორსულობა რისკებთან იყო დაკავშირებული.