ღუდუშაური: ზურა ჯაფარიძეს სურს, იმუშაოს „გლოვოში“

ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ზურა ჯაფარიძეს დიდი სურვილი აქვს, იმუშაოს „გლოვოში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზურა ჯაფარიძე ამით ხსნის, რომ არ ეძლევა საშუალება, ერთი მხრივ, საპარლამენტო საქმიანობა განახორციელოს, ხოლო მეორე მხრივ, „გლოვოს“ საკურიერო მომსახურებაში ჩაერთოს და მიიღოს შემოსავალი.

„მან უნდა აირჩიოს, გააგრძელოს „გლოვოს“ კურიერად მუშაობა ან საპარლამენტო საქმიანობა და ხალხის საჭიროებებთან დაკავშირებით საპარლამენტო მანდატი აღასრულოს. ამიტომ უნდა გაერკვეს. ერთმანეთთან რომ არის ეს შეუთავსებელი, ცხადია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.