მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც პანსიონატში სოც. მუშაკები დარჩებიან. მეუფესთან ერთად ბავშვთა თავშესაფრის შენობა მმართველი პარტიის წევრებმა დატოვეს.
პანსიონში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით, პანსიონში სოციალური მუშაკები დარჩებიან და მუშაობას გააგრძელებენ.
“ეს უცნაური შემთხვევაა, სწორედ ამიტომაც ვიყავით აქ. ამაზე გქვონდა საუბარი. გარანტორი არის სახელმწიფო და კანონი. სოც.მუშაკები ამ შემთხვევაში წარმოადგენენ კანონს, სწორედ ამ კომპეტენციის ფარგლებში იმყოფებიან აქ. მთავარი არის ორი რამ, პირველი – ამ ბავშვების უფლებები იყოს დაცული და მეორე – საზოგადოებაში არ არსებობდეს ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უფლებები დაცული არაა. დღეს, ეს ორი საკითხი სრულად გარანტირებულია”, – ამბობს პაპუაშვილი.