შს მინისტრი ბადრი ესებუაზე: ვიცით, რომ საქართველოშია

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით,  ბადრი ესებუა საქართველოშია. როგორც შს მინისტრი ამბობს, შესაბამისი ოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ გომელაურმა  უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ღირსების თემაა. ვმუშაობთ, იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს და ხვალ ეს მოხდება. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, ამდენი ადამიანი აყვანილი ჰყავდა მძევლად. ვისაც უნდა ყველაზე მეტად ამ ადამიანის  დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

რატომღაც შეიძლება, ხალხს ჰგონია, რომ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ, არ ვიცი. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნობით ამ წყაროს, რომ აქ არის”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.