პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.
დეპუტატმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოსახლეობის ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასვა კითხვა და პრემიერს მიმართა.
„უპირველესი კითხვა მაქვს, რომელიც არ მოითხოვს დიდ მტკიცებას. რატომ და ვერ აცერით, 3 მილიონიანი ქვეყანა? მთელ მსოფლიოში რატომ აღმოვჩნდით ჩვენ ამ მდგომარეობაში? თქვენ დროს ბატონო ირაკლი ყველას გვახსოვს ტრაქტორების საქმე, კაბელების საქმე.
წელიწადი და ხუთი თვე ადამიანები ისხდნენ გაუგებრად. ტრაქტორებზე მოჭერით იმ კაცს თავი და შემდეგ თანამდებობაზე დანიშნეთ. ეს იმას ჰგავს, ან რატომ გვეკეთა პირბადე ან რატომ მოგვხსენით აუცრელ ქვეყანაში პირბადე“, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.









