ჩინეთი NIKE-ს, H&M-სა და ZARA-ს ბავშვებისთვის საშიშ ბრენდებად მოიხსენიებს

ჩინეთი რამდენიმე დასავლურ ბრენდს პროდუქტში ბავშვებისთვის მავნე ქიმიკატების და მასალების გამოყენებაში ადანაშაულებს.

ქვეყნის ოფიციალურმა ვებსაიტმა გამოაქვეყნა 81 ნივთის სია, რომელიც შესაძლოა, საფთხისშემცველი იყოს ბავშვებისთვის.

უმეტესად ეს პროდუქტები ეკუთვნის NIKE-ს, H&M-ს და ZARA-ს.

განცხადება ჩინეთის გენერალურმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. ინფორმაციაში ნახსენებია ისეთი საბავშვო ნივთები, როგორიცაა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, კბილის ჯაგრისები და საბავშვო ბოთლები. მათივე ცნობით, ამ ნივთებზე  დაკვირვება 2020 წლის ივნისიდან მიმდინარეობდა.

H&M-ის შესახებ კი ვრცელდება შემდეგი ინფორმაცია:

“ბრენდი იყენებს საღებავებს და სხვადასხვა საშიშ ქიმიკატებს, რომლებიც შესაძლოა ტანმა შეიწოვოს კიდეც კანის ან პირის მეშვეობით, ეს ყველაფერი კი ჯანმრთელობისთვის ექსტრემალურად საშიშია.”

H&M-ს, Zara-ს და Nike-ს ჯერ ბრალდებებისთვის არ უპასუხიათ.