ჩინეთში აფეთქებას სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩინეთის ცენტრალურ რეგიონში გაზის აფეთქებას სულ მცი,რე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აფეთქება ადგილობრივი დროით 6:30 საათზე ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ შიანში მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან 138 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 37-ს მძიმე დაზიანებები აქვს.

აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.