წალკის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

წალკის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სოფლებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ბეშთაშენი-სამადლო-ახალშენის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტი გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება. სულ, დაიგება 4.2 კმ . გზა, რომლის ღირებულება ბიუჯეტიდან 2 468 782 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ დაიწყო სოფელ აიაზმა ნადრევანის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები.