წვიმა, ელჭექი, სიცხე – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ცხელი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა, 20 ივნისამდე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთის დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთის ბარში კი +29, +34 გრადუსი იქნება.

თბილისში კი შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა კი +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი.