წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით დღეიდან მოქალაქეები სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთას შეძლებენ. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 1-ელი ივნისიდან ქვეყანაში სახმელეთო საზღვრები გაიხსნა. შესაბამისი დოკუმენტაციების წარდგენის შემთხვევაში უპრობლემოდ გადაადგილდებიან.
აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმოსულები აცხადებენ, რომ მათ საზღვარზე სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, „პისიარ“ ტესტირების პასუხი წარადგინეს. ტესტის პასუხის წარდგენის შემთხვევაში ადამიანები საზღვრის გადმოკვეთას უპრობლემოდ შეძლებენ.