“საქსტატის” მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში წიწიბურა 32,2%-ით, მაისში კი 28.2%-ით გაძვირდა.
იმპორტიორი კომპანიების შეფასებით, პროდუქტის ფასის მკვეთრი ზრდა რუსეთიდან წიწიბურის ექსპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია, რადგან საქართველოში იმპორტირებული წიწიბურის 80%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოდიოდა.
მაღაზიათა ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ფასების ზრდის ტენდენცია დიდხანს შენარჩუნდება. იმპორტიორები რუსული ბაზრის ალტერნატივად ყაზახეთსა და ჩინეთს განიხილავენ, თუმცა ამ ბაზრებიდან წიწიბურის იმპორტის ღირებულება გაცილებით მაღალია რუსულთან შედარებით.
რუსეთი წიწიბურის ექსპორტს მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ჩათვლის კრძალავს. 2021 წლის იანვარ-მაისში წიწიბურის იმპორტისთვის ქვეყანამ მილიონ ნახევარ დოლარზე მეტი დახარჯა.
წყარო: ბიზნესფორმულა









