კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გელათში მედიის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებენ, რომ ადგილზე იუნესკოს ექსპერტები მუშაობენ.
“რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ მაგალითისთვის, როდესაც მე გახლდით საქართველოს პარლამენტის წევრი, მედია არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას და მე მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
UNESCO-ს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში მდგომარეობის შესწავლას 23 ივნისის დაიწყებს და 30 ივნისს დაასრულებს. წულუკიანის უწყების ცნობით, სწორედ უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, განისაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსში სამუშაოების შემდგომი სამოქმედო გეგმა.