ჭავჭავაძეზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დილას, “კომენდანტის საათის” დასრულებისთანავე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა, ზარალი კი დაახლოებით 100 000 ლარია.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.