ხმაური პარლამენტში- ხაზარაძე, ვოლსკი და ჯაფარიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო პარლამენტის სხდომათა დარბაზში – ერთმანეთს უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი და “ლელოს” ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი  გია ვოლსკის განცხადება გახდა, რომელიც მან ტრიბუნასთან გააკეთა.

 ვოლსკის განცხადებით, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფრიძე პოლიტიკაში საქმიანობას იწყებდნენ, მას ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა 17 მილიონთან დაკავშირებით, რომელიც ბანკიდან გავიდა, რაზეც გააკეთა კომენტარი, რომ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ჯერ ამ საკითხზე უნდა გაეცათ პასუხი, ხოლო შემდეგ ესაუბრათ პოლიტიკის თემაზე. ვოლსკის თქმით, ამ განცხადების გამო, მას „ლელოს“ ლიდერებმა სასამართლოში უჩივლეს.

„ვთქვათ, მოიგეთ სასამართლო, 290 000 ლარი საიდან უნდა გადაგიხადოთ? ჩემი ბინის წაღება გინდათ? კარგად იცით, რაც მოხდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უმრავლესობის წევრის ეს განცხადება “ლელოს” ლიდერმა გააპროტესტა. 

„რა გგონიათ, ზღაპრებს გალაპარაკებთ? ყოველ მეორე დღეს სასამართლოში გვატარებდით და თქვენ წინააღმდეგ რომ შევიტანეთ სარჩელი, ორი წელია, სასამრთლოს სხდომაც კი არ ჩატარებულა, ასეთ განცხადებებს არ გაგიტარებთ“, – მიმართა ხაზარაძემ ვოლსკის.