ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა, დაიღუპა მძღოლი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აჭარაში. გავრცელებული ინფორმაციით,  ხულოში მანქანა ხევში გადავარდა და ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. ის მანქანაში მარტო იმყოფებოდა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.