ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვაქცინების გლობალური განაწილება ხდება.
„დიდი შვიდეულის“ სამიტზე აღვნიშნე, რომ პანდემიის დასრულების მიზნით, ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს 2022 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის, სულ მცირე, 70%-ის ვაქცინაცია. ამისათვის ვაქცინის 11 მილიარდი დოზა გვჭირდება. „დიდ შვიდეულსა“ და „დიდ ოცეულს“ შეუძლია ამის განხორციელება. მე მივესალმები იმ განცხადებას, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ვაქცინის 870 მილიონ დოზას გაუნაწილებენ მსოფლიოს COVAX-ის მექანიზმის საშუალებით. ეს დიდი დახმარებაა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვჭირდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.