1 ივლისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს,-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაცციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ივლისს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, სააკაძე, დიდი ლილო და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალწყალი, თელეთი, მუხრან თელეთი, კუმისი, წალასყური და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კალინინო, თაზაქენდი, ბირლიკი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე რუსთავში მშენებელთა, მარის არხის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.