1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა- 29 ივნისის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 678 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 709 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,02%, ბოლო 14 დღის – 2,5%, ბოლო 7 დღის – 2,45%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 365 068 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 351 144 გამოჯანმრთელდა, 5 297 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 257 974 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 777.