1 200-ზე მეტი შემთხვევა – კორონავირუსის სტატისტიკა დღეს

საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში 1 002 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 930 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,74%, ბოლო 14 დღის – 3,3%, ბოლო 7 დღის – 2,71%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 345 196 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 328 620 გამოჯანმრთელდა, 4 804 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 143 970 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 056.