10 წლამდე ბავშვებს საქართველოში PCR ტესტირების გარეშე შემოუშვებენ

10 წლამდე ასაკის ბავშვებს საქართველოში PCR-ის გარეშე შემოუშვებენ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ დადგენილება 16 ივნისს მიიღო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი გათავისუფლდება ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.

დადგენილება უკვე ძალაშია.