რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში.
შედეგად, ჯამში 114,7 ათასი ლარით საჯარო სკოლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-ჯანსაღი მომავლისთვის“ შეიქმნა. ფრაქციის შემადგენლობაში შედიან რამაზ გოგობერიშვილი და ამირან ჯანჯღავა, თავმჯდომარე კვლავ ბონდო მამულაშვილი იქნება.