გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს 06:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-17, მე-19, მე-18, მე-11მიკრორაიონებში, რუსთაველის, ტაბიძის, სამშობიაროს, სტამბულის ბაზრის, პუშკინის, ერისთავის და მიმდებარე ქუჩებზე; 14 ივნისს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, დამია, მოლაოღლი, ზემო სარალი, ხულდარა, კიროვკა, დამია გეურარხი, ცოპი, ახლო ლალო, ტაზაკენდი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ჩოლიანი, ლივადი, გოდაკლარი, ავრანლო, ბარეთი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









