14 წლის შემდეგ – მორაგბეთა ეროვნული გუნდი საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშებს

14 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშებს.

შეხვედრა 14 ნოემბერს, ბორდოში „სტად მატმუტ-ატლანტიკზე“ გაიმართება.

ქართველი მორაგბეები 2021 წლის ექვსი ერის ვიცე-ჩემპიონებს აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ და 7:64 დამარცხდნენ.

მაშინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ზვიად მაისურაძის დადებული ლელო მალხაზ ურჯუკაშვილმა გარდასახა.

შემოდგომაზე ქართველებთან თამაშამდე ფრანგები 6 ნოემბერს არგენტინის, 20 ნოემბერს კი ახალი ზელანდიის ნაკრებთან ითამაშებენ. საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრები გუნდები მსოფლიო თასის მიღმა აქამდე არასოდეს შეხვედრიან.