15 ივნისიდან საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

15 ივნისიდან საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება, – ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრმა დაადასტურა.

“აღდგა სარკინიგზო, სამგზავრო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის. უკვე 15 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-თბილისი-ბათუმის გავლით დაიძრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე და მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ტრადიციულად ჩამოვლენ და ესტუმრებიან საქართველოს, ჩვენს შავიზღვისპირა კურორტებს, ჩვენს დედაქალაქს, სხვა ტურისტულ ადგილებს,” – განაცხადა ნათია თურნავამ.