გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში მუშევანი, ჯავშანიანი, ქვეში, კიანეთი და მიმდებრე სოფლებში; 12:00-დან 19:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში აბელიანი, ხოსპიო, ქსოვრეთი, აბრამეთი და მიმდებარე სოფლებში; აგრეთვე თეთრწყაროში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ავრანლო, აშკალა, კიზილ-კილისა, ნარდევანი, რეხა, საყდრიონი, კუში, გუმბათი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.