17 ივნისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს, ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს 10:30-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, ხიხანი, შულავერი, სარალი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტეს წალკის რაიონის სოფლებში განთიადი, სამება, ხადიკი, წინწყარო, სანთა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დარბაზი, ტანძია, მუშევანი, გეტა, კიანეთი, ქვეში და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ქ. ბოლნისში ივერიელის, ერეკლე მეფის, ბარათაშვილის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.