გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივნისს, ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივნისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ქუშჩი, ბეითარაბჩი, სეიდგოჯალო, ბაითალო, ენიკენდი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, მთის ძირი, წალასყური, თელეთი, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დარბაზი, ფიცხვერიანი, გეტა, ჭრეში, ტალავერი, ხატისოფელი, სამწვერისი, ბოლნისი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.