გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივნისს 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში იაგლუჯას და აღმაშენებლის ქუჩებზე, აგრეთვე მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ალგეთი, ამბოვკა, ილმაზლო, ამბაროვკა, ღვინის ქარხანა, ალგეთი-ღვინის ქარხანა და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ავრანლო, კიზილ-ქილისა, რეხა, ხანდო, აიაზმა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.