გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 ივნისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა,ნაგები, მზიანეთი. 11:00-დან 17:00 საათამდე – სოფლებში სართიჭალა, თელეთი.
07:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა, სართიჭალა, ალგეთის მევენახეობა, ალგეთი, ალგეთის ღვინის მეურნეობა.
11:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭაპალა, რაჭისუბანი, სამტრედო, ჭაპალა, მწყნეთი, ნახიდური, ხატისოფელი, სავანეთი, მუხრანა, ჭრეში, წიფორი.
11:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხაჩკოვი, ბეშთაშენი, ახალშენი, ყაბური, ჩივთქილისა, იმერა, კარაკომი, თეჯისი, ლივადი, საბეჭისი და მიმდებარე სოფლებში.
კოპმანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.