28 ივნისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ივნისს 09:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმირი, იმირჯალა, შულავერი, შაუმიანი, ყულარი, ზემო ყულარი. 11:00-დან 17:00 საათამდე – სოფლებში სადახლო, დამია, მოლაოღლი, ზემო სარალი, ხულდარა, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლო ლალო, ტაზაკენდი, ცოფი, ბურმა.

11:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლემშვენიერა, პობედა.

11:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომარეთი, ზემო კარაბულახი, იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, გედაგდაღი, ველისპირი, სარკინეთი, პირველი სალამალეიქი, მამიშლარი, ახალი გოდაგდაგი და მიმდენარე სოფლებს.

11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის რაიონის დაბა თამარისში, სოფ. მუღანლო, ქოლაგირი, ცურტავი, ფარიზი, ნახიდური, ტალავერი, დარბაზი, ფოცხვერიანი, გეტა, წიფორი, ხახალაჯვარი, ჭრეში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.